დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. ტალინში 2004 წლის 12 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 540 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 30/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №540
2004 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ ქ. ტალინში 2004 წლის 12 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. ტალინში 2004 წლის 12 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები