დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016973 |
|
„სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016704) დამტკიცებულ „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
|
1.
მე-2 მუხლის: |
ა)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცნობით დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ინფორმაცია თანხების ჩამორიცხვის და კონვერტაციის შესახებ, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირდაპირი ჩარიცხვის შემთხვევაში, სახაზინო სამსახურის ცნობა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში ასახული ოდენობის შესახებ, ასევე, ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შევსებული ფორმა ერთ ეგზემპლარად. ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ცნობით დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობითი ფორმით ატყობინებს შესაბამის სამინისტროს ან უწყებას.“ |
ბ)
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302007000 სახაზინო კოდზე – ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრები. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანაგარიშის სახაზინო კოდზე – 302009941, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირდაპირი ჩარიცხვებისა.“. |
2.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახაზინო სამსახურისათვის ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში თანხების გაცემის საფუძველს წარმოადგენს საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ელექტრონულად დადასტურებული ცნობ(ებ)ის საფუძველზე, გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განმკარგავისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში გაწერილი გეგმები ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პირდაპირი ჩარიცხვის მეთოდი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები