„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016232
63/04
05/05/2017
ვებგვერდი, 05/05/2017
220090000.18.011.016232
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №63/04

2017 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 12.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016025) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღირიცხება პირის მოთხოვნამდე ან გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები;”;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) ესქრო მომსახურება მომსახურება, რომლის შესაბამისად ესქრო აგენტი კისრულობს ვალდებულებას ესქრო მომსახურების ფარგლებში გადამხდელის მიერ ესქრო აგენტისათვის მიწოდებული ფულადი სახსრები ესქრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დადგომისას გადაურიცხოს მიმღებს, რომელიც ესქრო ხელშეკრულების მხარეა, ხოლო ესქრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან ესქრო მომსახურების ვადის გასვლისთანავე - გადამხდელს, ესქრო ხელშეკრულების შესაბამისად;

ყ) ესქრო აგენტი კომერციული ბანკი, რომელიც ესქრო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ახორციელებს ესქრო მომსახურებას.“.

2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51.

1. საბანკო გარანტიის და აკრედიტივის უზრუნველყოფის თანხები გაცემული გარანტიისა და გახსნილი აკრედიტივის ფარგლებში, ასევე ბანკის მიერ გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაჯავშნული თანხები სესხის ათვისებული ოდენობის ფარგლებში და ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით ესქრო მომსახურების ფარგლებში განთავსებული თანხები აღირიცხება შიდასაბანკო ანგარიშებზე.

2. ბანკი უფლებამოსილია გარანტიასა და აკრედიტივიდან, ასევე, ბანკის მიერ გაცემული სესხიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნა დაიკმაყოფილოს უშუალოდ შიდასაბანკო ანგარიშიდან.

3. ბანკი, როგორც ესქრო აგენტი, უფლებამოსილია შიდასაბანკო ანგარიშზე გადაიტანოს ესქრო მომსახურების ფარგლებში მასთან განთავსებული თანხები, თუ:

ა) ესქრო მომსახურება დაკავშირებულია უძრავი ან მოძრავი ქონების, საწარმოს წილის ან/და ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციასთან; და

ბ) ესქრო მომსახურების ვალუტა არის ლარი.

4. ესქრო მომსახურების ფარგლებში ბანკის შიდასაბანკო ანგარიშზე თანხა შეიძლება განთავსდეს ესქრო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვისა. 

5. ბანკის მიერ ფულადი სახსრების გადარიცხვა შესაბამის მხარეზე ხდება მხოლოდ ესქრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად:

ა) ესქრო ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში თანხა ირიცხება ესქრო ხელშეკრულების მხარის მიმღების მიმდინარე ანგარიშზე;

ბ) ესქრო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემთხვევაში, თანხა ირიცხება ესქრო ხელშეკრულების მხარის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში, გარდა ამ ინსტრუქციის 81 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. 81 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ ანგარიშებზე, პირველი ჩარიცხვის ოპერაცია უნდა განხორციელდეს ანგარიშის გამხსნელი პირის მიერ საკუთარი ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს იმ ქვეყნის კომერციულ ბანკში, რომელ ქვეყანაშიც განხორციელდა აღნიშნული პირის იდენტიფიკაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ ანგარიშებზე იმ ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

5. 81 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ანგარიშის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გახსნის შემთხვევაში, ანგარიშის გამხსნელ კომერციულ ბანკში პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მისვლამდე, ამ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის (მათ შორის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ვადიან დეპოზიტის ანგარიშზე გადატანა) ოპერაციების განხორციელება. თუ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ წარადგენს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება ანგარიშის მფლობელ პირს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.  

6. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-7 პუნქტები:

„5. კომერციული ბანკი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (პირების) მიერ (რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას ბანკი დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს)  ანგარიშის გახსნის შესახებ დაფიქსირებულ განაცხადად ჩათვალოს კომერციული ბანკისათვის დისტანციური/ელექტრონული საკომუნიკაციო არხების საშუალებით განხორციელებული მიმართვა და იმოქმედოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურებით. 

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ანგარიშის გახსნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია, პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის და ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე ვინაობის გადამოწმება (იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ანგარიშის გამხსნელ კომერციულ ბანკში პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მისვლამდე ამ ანგარიშზე ოპერაციების წარმოება შესაძლებელია კომერციული ბანკის მიერ დადგენილი შიდა პროცედურების მიხედვით. 

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირის მიერ კომერციულ ბანკში ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება არ არსებობს, თუ დოკუმენტაცია მოიპოვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებული ინფორმაციისა.“.

7. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია და ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ბანკის მიერ განსაზღვრული ფორმით.“. 

8. მე-10 მუხლს 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:

„14. ამ მუხლის 13 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირის ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტაცია დამოწმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის მიერ პირის იდენტიფიკაციის დროს ეს საბუთები მიღებული იყო ამ მუხლის 13 პუნქტის დაცვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე