დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020010.18.011.016231 |
61/04
03/05/2017
ვებგვერდი, 04/05/2017
220020010.18.011.016231
კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
|
კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 50 (ორმოცდაათი) მილიონ ლარს.
|
| მუხლი 2 |
წინამდებარე ბრძანების გამოცემამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს:
ა) არანაკლებ 12 (თორმეტი) მილიონ ლარს 2017 წლის 30 დეკემბრამდე; ბ) არანაკლებ 30 (ოცდაათი) მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის; გ) არანაკლებ 40 (ორმოცი) მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის; დ) არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის. |
| მუხლი 3 |
საზედამხედველო კაპიტალის ზრდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის №144 ბრძანება „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
|
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები