კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ

კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 330110000.35.143.016419
11
01/05/2017
ვებგვერდი, 10/05/2017
330110000.35.143.016419
კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2017 წლის 1 მაისი

ხაშური

 

კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის), როგორც ხაზობრივი ნაგებობის სახეობის, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კავშირს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაყვანა/მონტაჟისას, თუ არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე მოქმედი მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურა ან/და შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება, აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს ახალი ტრანშეების მოწყობას, ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა- მონტაჟისათვის (გარდა საჰაერო ხაზისა) და მასთან დაკავშირებული დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცეს II კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 2
ნებართვის გაცემამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მუხლი 3
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ფორმულის მიხედვით: N=L*D*K,

სადაც:

L არის თხრილის (ტრანშეის) სიგრძე;

D არის თხრილის (ტრანშეის) სიგანე;

K არის მშენებლობის დაწყებისთვის სანებართვო მოსაკრებლის  დადგენილი ოდენობა ლარში.

მუხლი 4
მშენებლობის დასრულების შემდგომ კავშირგაბმულობის ქსელი (ხაზობრივი ნაგებობა) დაექვემდებაროს ექსპლუატაციაში მიღებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5
დადგენილება    ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე