დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის N100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.22.025.016230 |
|
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №100 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი: 04/06/2013წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010320000.22.025.016108) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო: უფროსი სპეციალისტის I კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ენერგეტიკის სფეროში; ბ) ინგლისური, ასევე რუსული ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა (ცოდნის დონე: B1 – შუალედური / B1 – Intermediate); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის № 97 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, „ტექნიკური რეგლამენტი – ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის № 434 დადგენილების, „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის № 40 ბრძანების ცოდნა.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები