დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის N108 ბრძანებაში ცვლილების შტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016972 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილების შტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №108 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.016957) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საგადასახადო პოლიტიკის, გადასახადების ადმინისტრირების, საგადასახადო კონსულტირების, აღრიცხვა-ანგარიშგების ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.“; გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საგადასახადო პოლიტიკის, გადასახადების ადმინისტრირების, საგადასახადო კონსულტირების, აღრიცხვა-ანგარიშგების ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);“; დ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: ,,ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.“; ე) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საგადასახადო პოლიტიკის, გადასახადების ადმინისტრირების, საგადასახადო კონსულტირების, აღრიცხვა-ანგარიშგების ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);“; ვ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.“; ზ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.“. 2. 63-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას.“; გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას.“; დ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას.“. |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები