„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 03/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.22.034.016645
236
03/05/2017
ვებგვერდი, 03/05/2017
010240060.22.034.016645
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №236

2017 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

 

„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში  (სსმ, 02.07.2007 წ., №94, მუხ.1012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) 173 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტორიზაციის შემდგომ, მონაცემთა სუბიექტს შესაძლებლობა აქვს, ვებგვერდზე   ელექტრონული ფორმის განცხადების განთავსების (ატვირთვა) გზით მოითხოვოს:

ა) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

ბ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;

დ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;

ე) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

ვ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;

ზ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა;

თ) ამ პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე თარგმნა;

ი) ამ პუნქტის „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება.“;

 

ბ) IV1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV2 და IV3 თავები:

„თავი IV2

მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემის წესი

მუხლი 215

1. მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ   დოკუმენტს, რომელშიც  სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების, გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შესახებ.

2. მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა გაიცემა:

ა ) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით;

ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით;

გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.

3. მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე პირადი ნომერი ან /და დაბადების თარიღი);

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი   დოკუმენტები;

გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი) ან მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტუ­რებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის მე-2  პუნქტის „ბ“ ან „ გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული   მესამე პირის მოთხოვნით;

დ) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.  სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

5. დაინტერესებული პირი ვალდებულია, მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის  მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად).

6. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს, დაზუსტების მიზნით,  უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/ და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით, ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება სააგენტომ შეიძლება განახორციელოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი მოთხოვნის ვებგვერდზე განთავსების (ატვირთვა) გზით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო  დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან /და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.

8. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებით დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისათვის გახარჯული დრო.

მუხლი 216

მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა;

დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტზე მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა;

ე) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან /და მესამე პირის იდენტიფიცირება;

ვ) არ იქნა გადახდილი  მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური;

ზ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

თავი IV3

იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, ნასამართლობის შესახებ ცნობისსაქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის შესრულების წესი

მუხლი 217

1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, ნასამართლობის შესახებ ცნობა,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა სრულდება ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში - მატერიალური დოკუმენტის სახით.

2. ელექტრონული ფორმით შესრულებულ იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, ნასამართლობის შესახებ ცნობაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობაზე, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობაზე, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობაზე და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ  ცნობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი დაიტანება ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

3. ელექტრონული ფორმით შესრულებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, ნასამართლობის შესახებ ცნობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა, ერთ ეგზემპლარად სააგენტოს ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლის მიერ ამოიბეჭდება მატერიალური ფორმით, გარდა ამ წესის 181 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.

4. ელექტრონული ფორმით შესრულებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, ნასამართლობის შესახებ ცნობის,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

5. ელექტრონული ფორმით შესრულებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, ნასამართლობის შესახებ ცნობის,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის ნამდვილობისა და ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით. გამოქვეყნებულ მონაცემებს აქვთ იურიდიული ძალა და საწინააღმდეგოს დადგენამდე ითვლება უტყუარად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 3 მაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი