დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ივლისის №18-51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8-28 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260040.35.101.016388 |
|
„ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ივლისის №18-51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ივლისის №18-51 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 26/07/2016, სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.101.016307) პირველი მუხლით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების - „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების პირობებს და პროცედურებს. 2. ეს წესი არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით განსახორციელებელი სხვა ღონისძიებების დაფინანსებაზე. 3. ამ წესის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების - „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის პროექტის განმხილველ კომისიას (შემდგომში -კომისია). კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამისათვის „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დაფინანსების გაცემა პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის წარმდგენისათვის შესაბამისი თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები