„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016229
10
01/05/2017
ვებგვერდი, 05/05/2017
010250020.35.120.016229
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2017 წლის 1 მაისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXIX თავის, 61–ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:

მუხლი 1
1. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 16.03.2011. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016028) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს:

ა) შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.“.

ბ) შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.“.

3. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია