„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.175.016144
9
28/04/2017
ვებგვერდი, 04/05/2017
010250050.35.175.016144
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2017 წლის 28 აპრილი

ქ. მცხეთა

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის №6 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 27/03/2017. 010250050.35.175.016141) დამტკიცებულ დებულებაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ  არ არის განსაზღვრული“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირის ან/და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით უფლებამოსილების შეწყვეტა, შესაბამისად იწვევს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასაც’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი