დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290120000.22.026.016486 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ, №134, 27/09/2007, სარეგისტრაციო კოდი: 280.120.000.22.026.010.857) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს საჯარო მოხელის საკლასო ჩინისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი/წოდებრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველს – 40%; ბ) I კლასის სახელმწიფო მრჩეველს, I კლასის მრჩეველს – 35%; გ) სახელმწიფო მრჩეველს, II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის მრჩეველს – 30%; დ) III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის რეფერენტს – 25%; ე) საჯარო სამსახურის III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის რეფერენტს – 20%; ვ) საჯარო სამსახურის III კლასის რეფერენტს – 15%.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები