„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016650
282
02/06/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
040030000.22.034.016650
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №282

2017 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ, 7, 17.01.2007, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.034.009.810) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ადამიანური რესურსების მართვისა და შიდა უსაფრთხოების ბიურო (მთავარი სამმართველო), რომლის შემადგენლობაშია:

დ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია კადრების სამსახური;

დ.ბ) შიდა უსაფრთხოებისა და ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

დ.ბ.ა) შიდა უსაფრთხოების განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია:

დ.ბ.ა.ა)  I ქვეგანყოფილება;

დ.ბ.ა.ბ)  II ქვეგანყოფილება;

დ.ბ.ა.გ)  III ქვეგანყოფილება;

დ.ბ. ბ) ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვის განყოფილება;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

თ) ინსპექტირების სამსახური.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადამიანური რესურსების მართვისა და შიდა უსაფრთხოების ბიურო (მთავარი სამმართველო) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ადამიანური რესურსების მართვისა და შიდა უსაფრთხოების ბიუროს (მთავარი სამმართველო) დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) ადამიანური  რესურსების მართვის სამმართველოს კადრების სამსახური   ახორციელებს:

ა.ა) სააგენტოში მუშაობის დაწყების შესახებ შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;

ა.ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.გ) სააგენტოში მისაღებ კანდიდატთა შესწავლისა და შესაბამისი შემოწმების ორგანიზებას;

ა.დ) სპეციალური კონკურსის ორგანიზებას;

ა.ე) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;

ა.ვ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილ სხვა საქმიანობას;

ა.ზ) სააგენტოში მოსამსახურეთა მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების და გათავისუფლების თაობაზე მასალების მომზადებას;

ა.თ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;

ა.ი) სააგენტოს მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ა.კ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

ა.ლ) პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების   მომზადებაში მონაწილეობას;

ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას;

ა.ნ) სააგენტოს მოსამსახურეთა მივლინების შესახებ მასალების მომზადებას;

ა.ო) შესაბამისი ცნობების   გაცემას სააგენტოს მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეებზე;

ა.პ) სააგენტოს მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლებისა და შრომის წიგნაკების მოთხოვნისამებრ გაცემას;

ა.ჟ) პირადობის მოწმობებისა და დროებითი საშვების დამზადება-გაცემას, აღრიცხვასა და ჩამოწერას,  შესაბამისი კარტოთეკის წარმოებას;

ა.რ) სააგენტოში შემავალი დანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებების მომზადებას;

ა.ს) სააგენტოს პირადი შემადგენლობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის ორგანიზებას;

ა.ტ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას;

ა.უ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად სხვა საკადრო ღონისძიებებს;

ბ) შიდა უსაფრთხოებისა და ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვის სამმართველოს:

ბ.ა) შიდა უსაფრთხოების განყოფილების I, II და  III ქვეგანყოფილებები ახორციელებენ:

ბ.ა.ა) მოქალაქეთა ინფორმირებას სააგენტოში მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ.ა.ბ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში დღე-ღამის განმავლობაში სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ბ.ა.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას;

ბ.ა.დ ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

ბ.ბ) ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ინსპექტირების სამსახური სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით ახორციელებს მათი საქმიანობის პერიოდულ (გეგმური და არაგეგმური) შემოწმებას; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოვლენილ მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისი დასკვნების მომზადებასა და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი