დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ფერმეტალის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/132 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 18/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/132
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2017 წლის 18 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე
1. მეურვე − სსიპ −აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი − ლელა ხაციკიდუ.
2. მოვალე − შპს „ფერმეტალის“ წარმომადგენელი კახა შავგულიძე.
3. კრედიტორი − სსიპ − შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ფერმეტალის“ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და იმავე დღის წესრიგით მოწვეულ იქნეს2017 წლის 11 მაისს 12:30 საათზე;
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის., ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
კრების თავმჯდომარეგენადი მაკარიძე
კრების მდივანინოდარ გიორგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები