„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016393
11
28/04/2017
ვებგვერდი, 02/05/2017
010250050.35.122.016393
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2017 წლის 28 აპრილი

ქ. წყალტუბო

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული   კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61- ე მუხლის მე -2 ნაწილისა და  „ ნორმატიული   აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №36 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016301, 28/04/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და საბჭოს წევრებისაგან.’’.

2.დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.’’.

3. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საბჭოს სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ.’’.

4. დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო, წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი დოლიძე