„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს N94/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 75/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017329
75/ნ
01/05/2017
ვებგვერდი, 02/05/2017
430210000.22.022.017329
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს N94/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №75/ნ

2017 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს 94/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს №94/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19.08.2016; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017168) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსამსახურეს უფლება აქვს, თვის განმავლობაში, ერთი სამუშაო დღით, უშუალო ხელმძღვანელთან/ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კონკრეტული სამუშაო შეასრულოს სახლიდან, რის შესახებაც უშუალო ხელმძღვანელმა/ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე (HRMDivision@mes.gov.ge). აღნიშნული მოსამსახურეს არ ჩაეთვლება სამსახურში გამოუცხადებლობად.”

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა