,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21-ივლისის N -17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21-ივლისის N -17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016218
06
27/04/2017
ვებგვერდი, 03/05/2017
010260020.35.115.016218
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21-ივლისის N -17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №06

2017 წლის 27 აპრილი

დ. ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №-17 დადგენილებით (www.macne.gov.ge, 22/07/2014წ., 010260020.35.115.016133) დამტკიცებული საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული  ქვედანაყოფებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგმვის ანალიზისა და შესრულების კონტროლის განყოფილება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება ;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

დ) შესყიდვების განყოფილება.

2. დებულების მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება.

განყოფილება უზრუნველყოფს:

1. მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას.

2. ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯვის გაწევას, საფინანსო ოპერაციების  წარმოებას.

3. მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო  დაწესებულებებთან.

4. მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას.

5. მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას.

6. მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

3. დებულებას დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

განყოფილება უზრუნველყოფს:

1. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას.

2. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას.

3. საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

4. საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას.

5. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას.

6. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა სახით სარგებლობის  წესების დაცვას.

7. მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი