დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 520 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 136, 25/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №520
2004 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №6(13), 1999 წ., მუხლი 110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხა გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების მოცულობაში.“.
2. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მოხდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებათა საფუძველზე.“.
3. ბრძანებულებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის 42-ე პუნქტის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იმ შემთხვევაში, თუ უფლებამონაცვლე ორგანიზაცია არ არსებობს, ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინებით ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები