„შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.019923
214
26/04/2017
ვებგვერდი, 28/04/2017
040170020.10.003.019923
„შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №214

2017 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №120 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 10/03/2017; 040170020.10.003.019829) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემსყიდველის მიერ პირობათა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს, თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 300 000 (სამასი ათასი) ლარს.“.

3. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 1 000 (ათასი) ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი