დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.118.016209 |
|
„ონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016202) შევიდეს ცვლილება და:
|
1.
დადგენილების:
|
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“; |
ბ)
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული წესის:
|
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“; |
ბ)
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.“; |
გ)
პირველი მუხლის:
|
გ.ა)
პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც არა აქვთ ან შეჩერებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გავრცელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები.“; |
გ.ბ)
მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
დ)
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ე)
მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ვ)
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ზ)
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
თ)
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ი)
მე-9 მუხლის:
|
ი.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დახმარება გაეწევა განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათზე გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის კომპენსაცია, არაუმეტეს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარისა.”; |
ი.ბ)
მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
1.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
2.
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები