დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 775 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023584 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №775
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „თეთრი ნაკადისა“ და „ტრანს-კასპიური გაზსადენის“ პროექტებში სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ჩართულობის თაობაზე.
2. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყოს:
ა) „White Stream Ltd“-ის 10-პროცენტიანი წილის შესყიდვა ერთ გირვანქა სტერლინგად;
ბ) „W-Stream Caspian Pipeline Company Ltd“-ის 10-პროცენტიანი წილის შესყიდვა ერთ გირვანქა სტერლინგად.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტომ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები