დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 სექტემბრის №523 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის უფლებამონაცვლის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 772 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023590 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №7 72
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 სექტემბრის №523 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის უფლებამონაცვლის განსაზღვრის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 სექტემბრის №523 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი.
2. ბრძანებულების პროექტი ხელმოსაწერად წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაევალოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით, კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტში გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის სალიკვიდაციო ბალანსში აღრიცხული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება;
გ) გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დავალიანებებისა, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის სალიკვიდაციო ბალანსში აღრიცხული სხვა დავალიანებების ადმინისტრირება და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები