დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთათვის დანამატის დაწესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 769 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023586 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №769
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთათვის დანამატის დაწესების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №342 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეს დანამატი თვეში 1800 (ერთი ათას რვაასი) ლარის ოდენობით ;
2. სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს მიეცეს უფლება, სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე საფინანსო წლის განმავლობაში გასცეს დანამატი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ;
3. დანამატის წლიური მოცულობა განისაზღვროს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 35%-ით ;
4. სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელზე დანამატი არ გაიცემა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. დანამატი ასევე არ გაიცემა, თუ თანამშრომლის შვებულება ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი ერთი კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 15 კალენდარულ დღეს ;
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთათვის დანამატის დაწესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 იანვრის №78 განკარგულება ;
6. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები