დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 513 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 18/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №513
2004 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილებები და 1-ლი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) აპარატის უფროსი;
ბ) დეპარტამენტის უფროსი;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი;
დ) საბიუჯეტო ოფისის უფროსი;
ე) მანდატურთუხუცესი.
მუხლი 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე;
ბ) კომიტეტის აპარატის უფროსი;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;
დ) მთავარი ბუღალტერი;
ე) საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოადგილე;
ვ) სასწავლო ცენტრის უფროსი;
ზ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი;
თ) სამდივნოს უფროსი;
ი) განყოფილების უფროსი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები