დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მაგნეტ ფილმსისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 763 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023564 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №763
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „მაგნეტ ფილმსისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „მაგნეტ ფილმსს“ (ს/ნ: 404498520) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 5 (ხუთი) თვის ვადით, სარგებლობაში გადასცეს ქ. თბილისში, ავჭალის ქ. №17-ში მდებარე შენობა-ნაგებობები: №1 ფართით – 300.33 კვ. მ, №2 - 93.71 კვ. მ, №3 - 767.73 კვ. მ, №4 - 135.40 კვ. მ, №5 - 114.71 კვ. მ, №6 - 24.97 კვ. მ, №8 - 95.09 კვ. მ, №9 - 6.09 კვ. მ, №10 - 6.09 კვ. მ, №11 - 6.09 კვ. მ, №12 - 6.09 კვ. მ, №13 - 29.37 კვ. მ, №14 - 51.17 კვ. მ, №15 - 653.07 კვ. მ, №16 - 56.43 კვ. მ, №17 - 172.40 კვ. მ, №18 - 153.76 კვ. მ, №19 - 648.60 კვ. მ, №20 - 181.33 კვ. მ და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.12.06.634).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს:
ა) უზუფრუქტუარის მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) უზუფრუქტუარის მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საქართველოს არანაკლებ 40 (ორმოცი) მოქალაქის დასაქმება.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები