დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №411 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 759 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023573 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №759
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №411 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №411 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება დეპარტამენტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
12. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება დეპარტამენტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები