„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 03/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019922
213
25/04/2017
ვებგვერდი, 27/04/2017
300160070.10.003.019922
„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2017 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 300160070.10.003.018734) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“:

1.  მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა, მათ შორის, საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4,2 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 7,5 მ-ისა);“.

2.  41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა, მათ შორის, შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის ეკობანაკის მოწყობა, რომელიც მოიცავს შშმ პირებზე ადაპტირებულ შემდეგ ინფრასტრუქტურულ ელემენტებს: სველი წერტილები (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე არანაკლებ – 2,3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა), საპიკნიკე ფანჩატური  (სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4,2 მ-ისა, სიგრძე – არანაკლებ 7,5 მ-ისა) და სამზარეულო (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგრძე - არანაკლებ 5 მ-ისა);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი