დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/06 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450190000.22.054.016236 |
05/06
02/05/2017
ვებგვერდი, 03/05/2017
450190000.22.054.016236
„ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
|
„ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №3/175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №3/175 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ობიექტის/ძეგლის სახეობა − აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შესაბამისი სახეობა. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობებია: არქეოლოგიური, საინჟინრო, პალეოგრაფიული, მემორიალური, ეთნოგრაფიული, სახვითი ხელოვნების, დოკუმენტური (ხელნაწერები, ინკუნაბულები, სიგელები, გუჯრები, პირველნაბეჭდი წიგნები, ძველნაბეჭდი წიგნები, ბიბლიოგრაფიული უნიკუმები, იშვიათი გამოცემები, მემორიალური ეგზემპლარები, დანომრილი გამოცემები, კოლექციური ეგზემპლარები, ძვირფასი პოლიგრაფიული გამოცემები, ორიგინალური გამოცემები, სანოტო გამოცემები, გეოგრაფიული რუკები, ატლასები, გლობუსები, გეგმები, ნახაზები, სახვითი ხელოვნების ნიმუშების ასლები, პლაკატები, ესტამპები, საფოსტო მარკები, საფოსტო ბარათები, აუდიოვიზუალური ნაწარმოებები - კინო - ვიდეო - ფონო - ფოტოპროდუქცია და მათი კომბინაციები, მულტიმედია), მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული. ამ სახეობებიდან შესაბამის შემთხვევაში, შესაძლებელია მიეთითოს ერთი ან მეტი სახეობა“; ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) ავტორის − დოკუმენტური ძეგლის/ობიექტის შემთხვევაში, შემდგენელის/მთარგმნელის/გადამწერის − სახელი, გვარი, ფსევდონიმი, ხოლო თუ ავტორი უცნობია, შესაბამისი მიმდინარეობა (სკოლა)“; გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შექმნის დრო და ადგილი – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შექმნის თარიღი ან პერიოდი, საუკუნე(ები) და შექმნის ადგილი, თუკი ასეთი ცნობილია, ხოლო დოკუმენტური ძეგლის შემთხვევაში, მისი შექმნის/გადაწერის/დაბეჭდვის დრო და ადგილი (სტამბა/გამომცემლობა)“; დ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მასალა, ზომა – აღნიშნულ პუნქტში მიეთითება მასალა და ზომა, ხოლო არსებობის შემთხვევაში, მასალის ქიმიური ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია: მისი ქიმიური შემადგენლობის, სინჯისა და წონის შესახებ, ხოლო დოკუმენტური ძეგლის შემთხვევაში, ასევე გვერდების რაოდენობა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები