დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ა(ა)იპ – სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 754 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023576 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №754
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ა(ა)იპ – სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას (საიდენტიფიკაციო კოდი: 204395537), ა(ა)იპ – სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონს (საიდენტიფიკაციო კოდი: 241499703) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით გადასცეს სსიპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 10006 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2 (მშენებარე), №3 (ნანგრევი), №4 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №74.01.13.153).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები