დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის პროექტის“ დასაფინანსებლად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან (AIIB) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 753 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023574 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №753
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„ქალაქ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის პროექტის“ დასაფინანსებლად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან (AIIB) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „ქალაქ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის პროექტის“ დასაფინანსებლად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან (AIIB) მისაღები სესხის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
● სესხის მოცულობა – 114 მილიონი აშშ დოლარი;
● სესხის ვალუტა – აშშ დოლარი;
● სესხის ხანგრძლივობა – 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 14 წელი);
● წლიური საპროცენტო განაკვეთი – ცვლადი (6-თვიანი LIBOR + ფიქსირებული მარჟა);
● ადმინისტრირების გადასახდელი – სესხის თანხის 0.25% (ერთჯერადი, გადახდილი იქნება სესხის თანხიდან);
● ვალდებულების გადასახდელი – წლიური 0.25% (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები