დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული საშენი მეურნეობისათვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 752 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023571 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №752
2017 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − ეროვნულ საშენ მეურნეობას მიეცეს თანხმობა, განახორციელოს:
ა) ერთი ერთეული მინიტრაქტორის (CPV – 16700000: ტრაქტორები) სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) ერთი ერთეული ფრინველის კვერცხის ინკუბატორის (CPV – 16600000: სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები) სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები