„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარტყოფის ბაგასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის №771 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 750
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023568
  • Word
750
13/04/2017
ვებგვერდი, 01/05/2017
000000000.00.003.023568
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარტყოფის ბაგასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის №771 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №750

2017 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარტყოფის ბაგასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის №771 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-7 მუხლის   მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარტყოფის ბაგასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის №771 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მესაქონლეობის ფერმის (მერძეულ-მეხორცული) შექმნა და წარმოების დაწყება, ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი