საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონებისა და გრანტების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონებისა და გრანტების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 747
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023563
  • Word
747
13/04/2017
ვებგვერდი, 01/05/2017
000000000.00.003.023563
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონებისა და გრანტების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №747

2017 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონებისა და გრანტების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე:

ა) მოწონებულ იქნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა(ა)იპ – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ (ს/ნ: 204874421) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება, სპორტის სფეროში ღონისძიებების და სხვადასხვა ხარჯების დაფინანსებისა და სპორტის სფეროში მოღვაწეთათვის (ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის) ყოველთვიურად თანხის გაცემის თაობაზე;

ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხა გრანტის სახით გასცეს სპორტულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებზე.

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტების გაცემის შემთხვევების მიმართ არ გავრცელდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების 11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი