დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვებისა და სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2017 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 731 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023546 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №731
2017 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვებისა და სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2017 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდზე (შემდგომში − ფონდი) არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და ფონდს მიეცეს თანხმობა, რომ:
ა) ფონდის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 23 (ოცდასამი) ერთეულით;
ბ) ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 6 000 (ექვსი ათასი) ლარით;
გ) ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 2 860 (ორი ათას რვაას სამოცი) ლარით.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილების საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომ ფონდის 2017 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი განსაზღვროს დანართის შესაბამისად.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2858 განკარგულება.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები