დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 01/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050020.54.066.016113 |
|
„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2017, 310050020.54.066.016108) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პიროვნების მუდმივი საშვი გაიცემა 12 თვის ვადით. საშვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, გრძელდება ყოველი მომდევნო 12 თვით, გაგრძელების მოთხოვნაზე წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე“. 2. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პიროვნების მუდმივი საშვის პირველადი გაცემისას, საშვის მიმღები კანდიდატის დამსაქმებელი ავიასაწარმო, სხვა იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფო უწყება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით უზრუნველყოფს პიროვნების ანკეტური მონაცემების შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები: „101. პიროვნების მუდმივი საშვის მფლობელის დამსაქმებელი ავიასაწარმოს, სხვა იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფო უწყების მიერ გაგზავნილი განახლებული განცხადების (№6 და №7 დანართები) შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს პიროვნების მუდმივი საშვის მფლობელის ანკეტური მონაცემების გადამოწმებას, პირველადი საშვის მიღების შემდეგ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 102. ანკეტური მონაცემების შემოწმებისას/გადამოწმებისას გაგზავნილი მონაცემების დაუდასტურებლობა (უარყოფითი პასუხი) წარმოადგენს საშვის გაცემაზე უარის თქმის/საშვის მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველს. საშვის მოქმედების ვადის განახლების მიზნით, საშვის მიმღების დამსაქმებელი ავიასაწარმო, სხვა იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფო უწყება ხელახლა უგზავნის განახლებულ ანკეტურ მონაცემებს (№6 და №7 დანართები) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. საშვის მოქმედების ვადა განახლდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განახლებული ანკეტური მონაცემების დადასტურების შემდეგ“. 4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პიროვნების მუდმივი საშვი გაიცემა საშვის მიმღების ანკეტური მონაცემების შემოწმებისას გაგზავნილი მონაცემების დადასტურების შემდეგ, განცხადების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში“. 5. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პიროვნების მუდმივი საშვი გაიცემა საშვის მიმღების ანკეტური მონაცემების შემოწმებისას გაგზავნილი მონაცემების დადასტურების შემდეგ, განცხადების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში“. 6. №6 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება 









დოკუმენტის კომენტარები