„ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016305
10
25/04/2017
ვებგვერდი, 27/04/2017
010260020.35.104.016305
„ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2017 წლის 25 აპრილი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში (სსმ,02/03/2017  სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016299) და ქვემოთ ჩამოთვლილი მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) დადგენილების მე-2 მუხლი:

„ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 იანვრის №2 დადგენილება.“;      

ბ) დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და  მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი: 

„განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ან მასში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში  სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი;“

გ) დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტი:

„განმცხადელის პირადობის  მოწმობის ასლი ან მასში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში  სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და პირადი საბანკო ანგარიში;“;

დ) დანართის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი:

„1. პროგრამა ითვალიწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ მოქალაქეთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას, რომლებიც მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას;“.

ე) დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი:

„2. დახმარება გაიცემა საომარი მოქმედებების და სამსახურებრივი (ძალოვან სტრუქტურებში) მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახის  წევრზე, (შრომისუუნარო მშობლები, მიუხედავად ასაკისა, მეუღლე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა, არასრულწლოვანი (18 წლამდე) შვილები და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრი), რომელიც იმყოფებოდა დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდა მარჩენალის პენსიას;“ ;

ვ) დადგენილებას დაემატოს მე-3 მუხლი:

„დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია