„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 654-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.018410
654-IIს
21/04/2017
ვებგვერდი, 10/05/2017
040030000.05.001.018410
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.016753) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და სანდო მომსახურების მიწოდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;

მ) კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესი.

4. 2018 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და სანდო მომსახურების მიწოდება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 აპრილი 2017 წ.

N654-IIს