ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის
დოკუმენტის ნომერი 52-37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2017
ძალაში შესვლის თარიღი 22/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016472
52-37
22/04/2017
ვებგვერდი, 26/04/2017
480610000.03.030.016472
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ირანის ისლამური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),

 

გააჩნიათ რა სურვილი, მეგობრობის განმტკიცებისა და ურთიერთგაგების გაღრმავების მიზნით, განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში,

თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

ზოგადი მიზნები

ითვალისწინებენ რა, თავიანთ სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, მხარეები, ურთიერთსარგებლობის საფუძველზე, გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 2

თანამშრომლობის სფეროები

1. მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ და გამართავენ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა და ექსპერტთა დელეგაციების ორმხრივ შეხვედრებს.

2. მხარეები გაცვლიან თავიანთ მოსაზრებებს და ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აქტუალურია სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში.

3. მხარეები, თითოეული ქვეყნის მოთხოვნით, უზრუნველყოფენ აუცილებელ ხელსაყრელ პირობებს, რათა ორგანიზება გაუწიონ სპორტულ და ახალგაზრდულ სასწავლო სემინარებს.

4. მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, გაცვლიან დელეგაციებსა და გუნდებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ღონისძიებებში, შეჯიბრებებში, ფესტივალებში, ბანაკებსა და მეგობრულ ვიზიტებში მონაწილეობის მიზნით. ამ მიზნით, მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ თითოეული ქვეყნის სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობაზე.

5. მხარეები გაცვლიან ექსპერტებს, მსაჯებსა და მწვრთნელებს ფიზიკური აღზრდის, სპორტი ყველასთვის და სპორტული მედიცინის სფეროებში.

6. მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის ექსპერტების, ექიმების, სპეციალისტებისა და ახალგაზრდების მონაწილოებას საერთაშორისო სპორტულ და ახალგაზრდულ სამეცნიერო ღონისძიებებში.

7. მხარეები წაახალისებენ, ხელს შეუწყობენ და შეუქმნიან ხელსაყრელ პირობებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მოღვაწე არასამთვარობო ორგანიზაციებს.

8. მხარეები შეუქმნიან ერთმანეთს აუცილებელ ხელსაყრელ პირობებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ტექნიკური გამოცდილების გაზიარებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით.

9. მხარეები წაახალისებენ ერთმანეთს თითოეულ ქვეყანაში ჩაატარონ საერთაშორისო ღონისძიებები სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში.

10. მხარეები ხელს შეუწყობენ ეროვნული სპორტული სახეობების განვითარებას, როგორებიცაა: ზორხანა (zoorkhaneh), ქართული ჭიდაობა და ხრიდოლი.  

მუხლი 3

ერთობლივი სამუშაო შეხვედრები

მხარეები გამართავენ ერთობლივ მრგვალ მაგიდებს და სამუშაო შეხვედრებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიზანშეწონილია ორივე მხარისათვის, რათა განიხილონ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების საკითხები და შეიმუშაონ ერთობლივი სამოქმედო გეგმა.  თითოეული მხარე ზემოხსენებულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს მეორე მხარის მიწვევით.

მუხლი 4

სამოქმედო გეგმა

მხარეები, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროგრესის მიღწევას უზრუნველყოფენ ორივე ქვეყნის მიერ შეთანხმებული სამოქმედო გეგმის გაცვლის გზით.

მუხლი 5

ფინანსური შეთანხმება

წარმგზავნი მხარე გაიღებს თავისი დელეგაციის ავიაბილეთების (ორივე მიმართულებით) ხარჯებს მეორე მხარის დედაქალაქში ან ნებისმიერ სხვა შეთანხმებულ ქალაქში და უკანა მიმართულებით; მასპინძელი მხარე გაიღებს დელეგაციის განთავსებასთან, საკვებით უზრუნველყოფასთან და ადგილზე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. სხვა საკითხები შეთანხმებულ იქნება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.    

მუხლი 6

დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 7

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 8

ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ოთხ (4) წლის განმავლობაში და ავტომატურად გრძელდება მომდევნო ოთხი (4)-წლიანი პერიოდით, თუ რომელიმე მხარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ოთხ (4)-წლიანი ვადის ამოწურვამდე სულ მცირე 6 თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება.

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს იმ მიმდინარე პროგრამებზე, რომლებიც ჯერ არ დასრულებულა, ხოლო ორივე მხარე ვალდებულია დაასრულოს აღნიშნული პროგრამები.

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელმოწერილია 2017 წლის 22 აპრილს, რომელიც შეესაბამება 02/02/1396-ს, ქალაქ თეირანში, ორ დედნად, ქართულ, ინგლისურ და სპარსულ ენებზე,  ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს.

 

საქართველოს სპორტისა და

ახალგაზრდობის საქმეთა

სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

 

 

 

 

 

 

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის

სპორტისა და ახალგაზრდობის

სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)