კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 21/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016310
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
21/04/2017
ვებგვერდი, 25/04/2017
010250020.35.149.016310
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/04/2017 - 16/06/2017)

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2017 წლის 21 აპრილი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო   სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილება (www.matsne.gov.ge;  26/12/2012; 010250020.35.149.016125).
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანუჩარ მერებაშვილი



დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო   სიტუაციებზე რეაგირების გეგმა

თავი I
ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1
1. მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ბუნებრივი  და  ტექნოგენური  ხასიათის  საგანგებო  სიტუაციებზე  რეაგირების  გეგმა შემუშავებულია ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის  სიტუაციებზე ეროვნული  რეაგირების  გეგმის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  პრეზიდენტის  2008 წლის  26  აგვისტოს №415 ბრძანებულების შესაბამისად.

2. გეგმის მიზანია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და  მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში კოორდინაციის უზრუნველყოფა. გეგმის თანახმად, უნდა შემუშავდეს ამ სისტემაში ჩართული სუბიექტების საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმები, რაც გააადვილებს ერთიან მართვას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას.

მუხლი 2. კასპის მუნიციპალიტეტის დახასიათება  და მოსალოდნელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საფრთხეები
1. კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი კასპი, ფართობი 803,16 კვ.კმ, კლიმატი – სუბტროპიკული ზონა; წყლის ძირითადი არტერიები –  მდინარეები და მიწისქვეშა არტეზიული ჭები;  ქალაქი 1, ტერიტორიული ორგანო – 17; სოფელი – 71 (გაერთიანებულია 17 ტერიტორიულ ორგანოში) და 60 ნასოფლარი; მანძილი თბილისამდე – 55.8 კმ; უახლოეს პორტამდე (ფოთი 284)  ბათუმი – დაახლოებით 324 კმ; უახლოესი რკინიგზის სადგური – სადგური დიდუბე: უახლოესი აეროპორტი თბილისი 74,1 კმ., ქუთაისი "კოპიტნარი" 214 კმ, ქალაქის მოსახლეობა 15896, თემების მოსახლეობა – 35933 (დევნილთა ჩათვლით), მათ შორის:  მამაკაცი  24667,  ქალი  27162; მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა: ქართველები – 84.6 %, აფხაზი 0.02, სომხები – 0.5%, აზერბაიჯანელები – 7.6%, ბერძნები  –  0.05%, რუსები – 0.4%, უკრაინელი 0.07%, ოსი – 6,7%,  სხვა – 0.06%.

2. სხვა – ტყის ფართობი: 26317 ჰა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობი: – 17379 ჰექტარი; კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შემდეგი რისკები: მეწყერი, ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა.

3. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს შემდეგი რისკის შემცველი ფაქტორები: ინდუსტრიული საწარმოები, ნავთობსადენის მაგისტრალი, ავტომაგისტრალი, რკინიგზა. ბენზინგასამართი სადგურები,  ავტოგასამართი სადგური.


თავი II
რეაგირების მართვა და საგანგებო დახმარების ფუნქციები

მუხლი 3
1. რეაგირების მართვა ხორციელდება საგანგებო შტაბის მიერ დახმარების ფუნქციების გათვალისწინებით, ამ სფეროში არსებული და სხვა დამხმარე კანონმდებლობის მიხედვით.

2. წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორიაგირე რაზმები ვალდებულნი არიან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის სამორიგეოსთან, შესაძლო ძალთა მობილიზაციისა და ესკალაციის გართულების აცილების მიზნით. არსებული საკითხის ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით საჭიროა პირველადი მორეაგირე ძალების ერთიანი ეთერი (სიხშირე) და ერთიანი საგანგებო ზარი, საგანგებო ზარი, რომლითაც ისარგებლებს მოსახლეობა და ოპერატიულს გახდის პირველად რეაგირებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა რამდენიმე სხვადასხვა მორეაგირე ჯგუფის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში (მიუხედავად ავარიის ხასიათისა), დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო შტაბი.


თავი III
საგანგებო შტაბი

მუხლი 4
1. საგანგებო შტაბი, რომელიც იქმნება კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე მართვის ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას.

2. შტაბის სამუშაო ორგანოს, ყოველდღიურ სამუშაოებს და მის იმპლემენტაციას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

3. შტაბი იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. დამატებით შეკრების აუცილებლობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის  გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე.

4. შტაბის შეკრების მიზანია:

ა) კასპის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები;

ბ) შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით;

გ) უზრუნველყოს მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოება;

დ) საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების განხილვა.

5. შტაბის წევრები კომპლექტდება რეაგირების გეგმის ფუნქციებიდან გამომდინარე, შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია დაამატოს წევრი თავისივე შეხედულებით.

6. შტაბის წევრების საქმიანობა არ ნაზღაურდება ბიუჯეტიდან.

7. საგანგებო შტაბი მოქმედებს რეაგირების გეგმის ფუნქციების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მოსალოდნელ ან შექმნილ სიტუაციებზე, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე დახმარების ჩარევამდე, ესე იგი მანამ, სანამ რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე არსებულ საკითხებში ჩართვა იქნება საჭირო, შემდგომ მოქმედების მართვა რჩება იგივე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება და ხელმძღვანელობა ხორციელდება ეროვნული რეაგირების მიხედვით.

8. შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბს ხელმძღვანელობს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც გეგმის მიხედვით კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ძალებსა და საშუალებებს, კავშირზეა საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიულ მორიგესთან.


თავი IV
საგანგებო დახმარების ფუნქციები

მუხლი 5
საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ლიკვიდაციის ღონისძიებები ხორციელდება 10 ძირითადი ფუნქციის ამოქმედებით. თითოეული ფუნქციის კოორდინაციას ახდენს ძირითადი ორგანო დამხმარე ორგანოს მხარდაჭერით.

საგანგებო დახმარების ფუნქციები

საგანგებო დახმარების ფუნქციები

საგანგებო დახმარების ფუნქციები

საგანგებო დახმარების ფუნქციები

საგანგებო დახმარების ფუნქციები

ფუნქცია 1

საგანგებო მართვის უზრუნველყოფა.

 

საგანგებო სიტუაციის ანალიზი და შეფასება

საგანგებო შტაბი

 

ფუნქცია 2

კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა

 

უზრუნველყოფს კავშირის საშუალებებს ადგილობრივ დონეზე

სს "სილქნეტი”

კასპის მუნიციპალიტეტის გაზეთი ,ახალი განთიადი“

ვებგვერდი:

www.kaspi.gov.ge

 

ფუნქცია 3

კომუნალური მომსახურება

 

უზრუნველყოფს დაზიანებული წყალმომარაგებისა და სხვა კომუნალურ მომსახურებას

ეკონომიკური  განვითარების სამსახური 

შპს ,,კასპის  კეთილმოწყობა”,  სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას" კასპის  ფილიალი, შპს ,,სოკარის“ კასპის სერვისცენტრი და   შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  კასპის სერვისცენტრი, შპს ,,კასპის საგზაო“

ფუნქცია 4

სახანძრო-გაველო

 

სახანძრო-საავარიო (ხანძარი, წყალდიდობა, დატბორვა) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა

მომსახურება

 

შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. გორი) კასპის სახანძრო-სამაშველო განყოფილება

შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველო, შპს ,,მედალფას სამედიცინო ცენტრი“ შპს ,,კასპის კეთილმოწყობის სამსახური“.

ფუნქცია 5

სამედიცინო უზრუნველყოფა

 

ადგილობრივ დონეზე სამედიცინო და ჰოსპიტალური მომსახურება

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური

შპს ,, მედალფას სამედიცინო ცენტრი“

 

შპს   ,,მარიმედი“,

შპს ავერსის" აფთიაქი,

 

შპს ,,პსპ“-ს აფთიაქი,

შპს ,,36/6“-ის აფთიაქი,

 

შპს ,,ფარმადეპოს“ აფთიაქი.

ფუნქცია 6

ევაკუაცია

 

ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის და ფასეულობის ევაკუაცია წინასწარ შედგენილი გეგმით

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები,

საფინანსო საბიუჯეტო სამსახური.

განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახური.

შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველო,

 შსს ,,შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს გორი-კასპის რეგიონალური დაცვის პოლიციის განყოფილება.

 სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

 

ფუნქცია 7

საგზაო უზრუნველყოფა

 

ადგილობრივი გზების დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება

ეკონომიკური განვითარების სამსახური, საფინანსო-საბიუჯეტი სამსახური

კასპის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;  შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველო,  შპს ,,კასპის კეთილმოწყობა. შპს ,,კასპის საგზაო“ შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“-ს კასპის ცემენტის ქარხანა

ფუნქცია 8

საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა

 

ადგილობრივი დონეზე მოსახლეობისა და მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფა

შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველო,

განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახური.

 

 შსს ,,შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს გორი-კასპის რეგიონალური დაცვის პოლიციის განყოფილება

ფუნქცია 9

სატრანსპორტო უზრუნველყოფა

 

უზრუნველყოფს საკუთარი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების  მობილიზებასა და გადანაწილებას მოთხოვნილებიდან გამომდინარე

ეკონომიკური განვითარების სამსახური

შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველო,

 

 შპს ,,კასპის  კეთილმოწყობა“

ფუნქცია 10 მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფა

უზრუნველყოფს საკუთარი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და ფინანსური საშუალებების  მობილიზებასა და გადანაწილებას მოთხოვნილებიდან გამომდინარე,  სპეციალურად შტაბის მიერ შემუშავებული გეგმის  შესაბამისად

ადმინისტრაციული სამსახური, გამგებლის თანაშემწე

საფინანსო-საბიუჯეტი სამსახური