„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.109.016218
13
24/04/2017
ვებგვერდი, 25/04/2017
010250040.35.109.016218
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2017 წლის 24 აპრილი

ქ. მარტვილი

 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.109.016102) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
ა) 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%, პეტიციის წესით - საკრებულოს დადგენილების პროექტის.“;

ბ) თავი XII1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი XII1

პეტიცია   

მუხლი 951 . პეტიცია

1. პეტიცია წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა წერილობით ან ელექტრონულ მიმართვას.

2. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ) მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტილების მოთხოვნა.

3. პეტიცია შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.

4. პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს;

ბ) დასახლების საერთო კრებას (შემდგომ - საერთო კრება).

5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის  მიერ წარდგენილი  პეტიციის განხილვის თაობაზე  განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამის განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას;

ე) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ზ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 6. მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული  პეტიციის  წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

7. საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

გ) დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში - რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს,  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) კონკრეტულად  ჩამოყალიბებულ  მოთხოვნას  და  შესაბამის დასაბუთებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ზ) საერთო კრების ოქმს.

8. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველები ან საერთო კრების უფლებამოსილი პირი, ამ თავით განსაზღვრულ საკითხებზე, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას, რომლის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, თანდართულ მასალებთან ერთად წარადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

9. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენისას:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის წარმდგენ სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს გადასცემს პეტიციის   რეგისტრაციის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას;

ბ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს, საკრებულოში  პეტიციის შემოტანამდე, თავისი წერილობითი განცხადების საფუძველზე გადასცემს პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკებს, რომლის ფორმას ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. ამომრჩევლების  სიის ბლანკი უნდა შეიცავდეს ამომრჩევლის  სახელს და გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ  თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი პირის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება;

ე) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი  ვალდებულია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების ამ მუხლის  „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ხელმოწერათა შეგროვება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;

ვ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი 3  სამუშაო  დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას;

ზ)  ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ზ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ზ.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი);

ზ.გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);  

ზ.დ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;  

ზ.ე) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი;  

ზ.ვ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;  

ზ.ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ზ.თ) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.  

თ) თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე.

ი) საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი 3 სამუშაო  დღის ვადაში ამოწმებს საერთო კრების ოქმის ნამდვილობას.

კ) ოქმი  ბათილად მიიჩნევა, თუ:

კ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;

კ.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ოქმის ნომერი;

კ.გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;

კ.დ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;

კ.ე) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ხელმომწერი პირის/პირების სახელი და გვარი;

კ.ვ) არ  არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს პირი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

კ.ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით.

ლ) დასახლების საერთო კრების  ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე;

მ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

10. პეტიცია ქვეყნდება ბეჭდური ფორმით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოყოფილ განცხადებების დაფაზე და დასახლებებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ელექტრონული ფორმით პეტიცია ქვეყნდება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ან/და მის მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

12. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

13. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, პეტიცია შესასწავლად გადაეცემა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან საკრებულოს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია, უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

14. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პეტიციის შესაბამისად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისათვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე.

15. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის პეტიციის გაგზავნის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

16. ამ მუხლის მე-12-მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს.

17. პეტიციის ინიციატორებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს /საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი, დრო და მდებარეობა ერთი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ.

18. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

19. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.

20. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარედგინება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც იგი ცნობად იღებს ან არ ეთანხმება შესაბამისი კომისიის/სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას.

21. ამ მუხლის მე-18 და მე-20 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

22. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

23. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

24. ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიში ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

25. პეტიციის განხილვის შემდეგ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის განხილვასთან დაკავშირებულ განცხადების წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-26 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

26. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა  მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.“;

გ) 105-ე მუხლის მე-8მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის შესახებ განცხადებას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

9. ინიციატივის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი, 3  სამუშაო  დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას.

10. ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);  

დ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;  

ე) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი; 

ვ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;  

ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

თ) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია