დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის N129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.017327 |
|
„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110801003, 04.08.2011, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016166) და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“. 2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულება ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.“. 3. პირველი პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულება“ ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად. 4. მე-2 პუნქტით დამტკიცებული საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში. 2. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და პროექტის განხორციელების მონიტორინგის წესს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალგაზრდა მეცნიერი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი პროექტის ძირითადი პერსონალიდან, დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტი, ან პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი და აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი; ბ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პროექტის ძირითადი პერსონალი; გ) გენერალური დირექტორი – სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; დ) დამხმარე პერსონალი – ფიზიკური პირი, რომელიც ეხმარება ძირითად პერსონალს ტექნიკური ამოცანების გადაჭრაში; ე) ერთობლივი პროექტი – გრანტის მოპოვების მიზნით საკონკურსოდ წარდგენილი/დაფინანსებული განაცხადი, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობს რამდენიმე იურიდიული პირი (ადგილობრივი ან/და საერთაშორისო); ვ) თანადამფინანსებელი ორგანიზაცია – საქართველოში ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ნაწილობრივ აფინანსებს პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრულ ხარჯებს; უცხოური თანადამფინანსებლის შემთხვევაში, თანადაფინანსება შეეხება უცხოური თანამონაწილე ორგანიზაციის ხარჯების ანაზღაურებას; ზ) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს და პროექტის პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; თანამონაწილე ორგანიზაცია ასევე შეიძლება იყოს საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს პროექტის გარკვეული ამოცანების შესრულებაში; თ) კონკურსი – ამ დებულებით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა; ი) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; კ) მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა; ლ) პროექტი – კონკურსზე წარდგენილი/დაფინანსებული განაცხადი; მ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით; ნ) პროექტის თანახელმძღვანელი – საქართველოს ან უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ერთობლივი პროექტების შემთხვევაში, თანამონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენელია და მონაწილეობს პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად; ო) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია საორგანიზაციო საქმეებზე; პ) პროექტის პერსონალი – მოიცავს ძირითად პერსონალს და დამხმარე პერსონალს, პროექტის განხორციელებაში მონაწილე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; ჟ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, გრანტის დამტკიცების შემთხვევაში კვლევით პროექტს განახორცილებს წამყვანი ორგანიზაციის ბაზაზე, ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი; რ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – პროექტების შესაფასებლად ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით; ს) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში გრანტის მიმღები ასრულებს პროექტით გაწერილ ამოცანებს, ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს; ტ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებს, თანადამფინანსებელ ორგანიზაციასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; უ) საკონკურსო დოკუმენტაცია – გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; ფ) საკონკურსო კომისია – კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი ორგანო, რომელიც განიხილავს და აფასებს კონკურსში შემოსულ პროექტებს პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად; ქ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; ღ) ფონდი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ყ) შუალედური/საბოლოო ანგარიში – შუალედური ანგარიში მოიცავს ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებისას გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს. საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს; შ) ძირითადი პერსონალი – ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორი, მაგისტრი ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტი; ჩ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელსა და პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახდენს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; იგი პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე. მუხლი 3. კონკურსის ადმინისტრირება 1. გრანტის გაცემას ღია და საჯარო კონკურსის საფუძველზე ახორციელებს ფონდი. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის გამართვისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას, კონკურსის პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას; გ) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტ(ებ)ის გამოვლენასა და დამტკიცებას; დ) გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსებას და მისი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 4. სუბიექტები კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: ა) წამყვან ორგანიზაციას; ბ) თანამონაწილე ორგანიზაციას (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში); გ) პროექტის ძირითად პერსონალს. მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები პროექტის მიმართ 1. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს სამ წელს. საგრანტო ხელშეკრულების შემდგომ მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია პროექტის ვადის გახანგრძლივება. 2. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აჭარბებდეს წელიწადში 100 000 ლარს საზღვარგარეთ წარმოებული კვლევითი პროექტისთვის და 70 000 ლარს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული კვლევითი პროექტისთვის. 3. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი თანხის მოზიდვას. 4. პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი, რომელიც შედგება პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში), კოორდინატორისა და სხვა პირებისაგან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პროექტის ძირითადი ამოცანებისა და შესაბამისი აქტივობების განხორციელებაზე. 5. პროექტის ძირითად პერსონალში პროექტის განხორციელების მთლიანი პერიოდის განმავლობაში ჩართული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი. 6. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში პროექტის ხელმძღვანელმა კვლევითი პროექტი უნდა განახორციელოს წამყვანი ორგანიზაციის სახელით და მისი ბაზის გამოყენებით. 7. პროექტის განხორციელებისათვის შესაძლებელია დამხმარე პერსონალის გამოყენება. 8. ერთობლივი პროექტის შემთხვევაში, პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის თანახელმძღვანელი. მუხლი 6. პროექტის ბიუჯეტი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს: ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება; ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება; გ) მივლინება; დ) საქონელი და მომსახურება; ე) არაფინანსური აქტივები; ვ) ზედნადები ხარჯები. მუხლი 7. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების განხილვა და შეფასება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ; დ) გამარჯვებულის გამოვლენა და პროექტის დამტკიცება; ე) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის. მუხლი 8. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ფონდში წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება. 2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას. მუხლი 9. საკონკურსო კომისია 1. საკონკურსო კომისიას ქმნის ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიწვოს დარგის ექსპერტი. 3. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კონკურსის პირობებთან შეუსაბამო პროექტები მოხსნას კონკურსიდან. 4. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილე პროექტის წარმდგენს მოსთხოვოს პროექტის ბიუჯეტის კორექტირება, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მოცულობის გაზრდის გარეშე. 5. საკონკურსო კომისია პროექტებს აფასებს პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ადგენს რანჟირებულ სიას, ავლენს გამარჯვებულ პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ დირექტორს. მუხლი 10. საგრანტო ხელშეკრულება 1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან, წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება. 3. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნით ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 70% – გრანტის მიმღებს (35% – იურიდიულ პირს, 35% – მეცნიერთა ჯგუფს – ფიზიკურ პირებს) და 30% – ფონდს, როგორც გრანტის გამცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში. 4. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის, ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში, ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი „ნაწარმოები“ აქ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს). 5. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 20%-ის ფარგლებში. მუხლი 11. პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი ანგარიშების წარდგენის საფუძველზე ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 3. მონიტორინგის მიზნებისათვის გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით. 4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი პროექტის შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. 5. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას; გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა მეტია ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს; დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში. 6. ფონდი უფლებამოსილია მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს. 7. ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიღებული აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას. მუხლი 12. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება 1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ფონდი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ: ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში გაუქმდა მისი ავტორიზაცია; ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია. 3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად. 4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვისა და შედარების აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი. დანართი №2 პროექტის შეფასების კრიტერიუმები 1. წარდგენილი პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
2. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 6-ქულიანი სისტემით (0 დან 5 ქულამდე). ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 55 ქულა. 3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 44 ან მეტი ქულა. 4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც უკეთეს ქულებს დააგროვებს პირველ კრიტერიუმში – სამეცნიერო ღირებულებაში, შემდეგ კი მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს. 5. შეფასების განმარტებები:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები