„მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.159.016266
17
21/04/2017
ვებგვერდი, 25/04/2017
210020010.35.159.016266
„მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2017 წლის 21 აპრილი

ქ. მარნეული

„მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ’’ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის   მე-2 და მე-4 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის   და  ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, სარეგ. კოდი 210020010.35.159.016024) მე-18 მუხლის პირველ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 18. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა) თითოეულ სამორინე მაგიდაზე - კვარტალში 35 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2 100 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 250 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების - 20%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 10 000 ლარი;

ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 9 000 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი