ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016313
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
21/04/2017
ვებგვერდი, 25/04/2017
010250050.35.105.016313
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/04/2017 - 04/05/2018)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2017 წლის 21 აპრილი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის   მე-2 პუნქტის , საქართველოს  კანონის   ,,საბიუჯეტო  კოდექსი”  69-ე მუხლისა    და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის  შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა),,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“(დანართი №1);

ბ) ხარჯთაღრიცხვის  ცვლილების ცნობის   ფორმა (დანართი  №2);

გ) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში (დანართი №3).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა



დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის  მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი

მუხლი 1. ზოგადი  დებულებები
1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის  მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი), შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.

2. წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.


მუხლი 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1.  ერთი პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტზე ასიგნების გადანაწილება (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა) შეიძლება დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.

2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.

3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს ((გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა)  ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში – გამგებელი) სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე.

4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის  აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება. პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების,კოდის შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან/და პროგრამის დამატება)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს  ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას გამგებლის სამართებლივი აქტის – ბრძანების საფუძველზე .

7. იმ შემთხვევაში,  თუ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის ასიგნებების გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.


მუხლი 3. ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით  გამოყოფილი  ასიგნებების გადანაწილების  მოთხოვნის  წარდგენა,  განხილვა  და  შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, გამგეობის შესაბამისი სამსახური ან ადგილობრივი საბიუჯეტო ორგანიზაცია, წერილობით მიმართავს გამგებელს, ასიგნების გადანაწილების შესახებ.  წარდგენილ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნების გადანაწილებისა და მათზე ვალდებულებების აღების არარსებობის თაობაზე.

2. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს  გამგეობის შესაბამისი სამსახურისგან წარედგინება წერილობითი სახით, ხოლო მხარჯავი ორგანიზაციის შემთხვევაში გამგეობის შესაბამისი სამსახურისთვის  წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის და ამ სამსახურის წერილობით რეკომენდაციის საფუძველზე. მათვე ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა წერილის  შინარსსა  და  ბიუჯეტით  გამოყოფილი  ასიგნების  გადანაწილების  მიზანშეწონილობაზე.

3.  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური  წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნის საფუძველზე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.

4.  გადანაწილების თაობაზე გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამგებელი გამოსცემს შესაბამისი სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური  ატარებს  სათანადო ცვლილებას,  ამ  მუხლის  მე-5 პუნქტით გათვალისწინებული   წესის  შესაბამისად,  ხოლო  გადანაწილებაზე  უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ  შესაბამის  სამსახურს  და  საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.

5. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას. ახორციელებს ცვლილებას დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტში და ელექტრონული ფორმით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

6. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გადანაწილების  საფუძველს წარმოადგენს გამგებლის    სამართლებრივი  აქტი – ბრძანება, რომლითაც ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.



დანართი №2
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა 

2017  წლის ,,- - - - - “  ,, - - - - - - - - - - - - - -“

-------------------------------------------------------------

(საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)

 

        -------------------------------------------------------------------

(ცვლილების საფუძველი დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)

 

       ცვლილების შინაარსი

პროგრამული კოდი

პროგრამა/ ქვეპროგრამა

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი

ცვლილების თანხა +/-

მათ შორის, კვარტალების მიხედვით

წლიური გეგმა

I

I I

III

IV

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაფინანსების ან მიმართვის წყარო

1.      დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან.

2.      ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან.

3.      წინა წლების დავალიანების დაფარვა.

4.      დანარჩენი  ცვლილება.


დანართი №3
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და  საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით  ნებადართული  სხვა (არასაბიუჯეტო) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში

1.   საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ1.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ – ააიპ) ბიუჯეტების დაზუსტება და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.

 2.  ეს წესი არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობით განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვა, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში თანხების ასახვის და მათ შორის გადანაწილების მექანიზმებს, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.

3.  ააიპ-ის  მოთხოვნას,  მისთვის  დამტკიცებული  ბიუჯეტის  განწერაში  ასიგნებების გადანაწილების  თაობაზე  ცვლილების  შეტანის  შესახებ, გამგეობის  შესაბამისი სამსახურისთვის  სათანადო   არგუმენტაციით  და  შესაბამისი  დასაბუთებით  წარდგენილი მოთხოვნით   და ამ სამსახურის  წერილობითი  რეკომენდაციით,  წარუდგენს   საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურს,  რომელიც  ხარჯთაღრიცხვის  ცვლილების  შესაბამისი ელექტრონული  ცნობით, ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ  სისტემაში.

4. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად ააიპ, გამგეობის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით.

5. განხორციელებული  ცვლილებები  ააიპ-ებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული  სისტემის  მეშვეობით.