დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016969 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში (სსმ III, 14.01.2008, №4, მუხ. 60) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის № 168 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ (დანართი № 1): ა) მე-5 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში უნდა წარადგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae); გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; დ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) შევსებული განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ დანართი №2-ის შესაბამისად; ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4).“; ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პრაქტიკანტად მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე, რომელიც წარიმართება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურისა და იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელშიც სურს პრაქტიკის გავლა კანდიდატს. გასაუბრებას შესაძლოა ესწრებოდნენ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები.“; ა.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინადადების საფუძველზე, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.“; ბ) მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პრაქტიკის ვადას განსაზღვრავს მინისტრი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინადადების საფუძველზე. 4. 6 თვემდე ვადით პრაქტიკანტის დანიშვნის, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი მიმართავს მინისტრს პრაქტიკანტისათვის პრაქტიკის ვადის გაგრძელების თაობაზე.“; გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს წერილობით მიმართოს მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ. პრაქტიკანტის განათლების, თეორიული ცოდნისა და უკვე გავლილი პრაქტიკის შეფასების გათვალისწინებით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, მინისტრის იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის თაობაზე.“; დ) მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პრაქტიკის გავლის პერიოდში აწარმოოს პრაქტიკანტის დღიური და მასში ასახოს განხორციელებული საქმიანობა მიღებული დავალებებისა და შესრულების ვადების მითითებით. პრაქტიკანტის დღიური რჩება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. პრაქტიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში მას გადაეცემა დღიურის ასლი;“; ე) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14 სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.“; ვ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის („განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ“) VIII პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი № 3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები