საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016970
142
21/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
010240030.22.033.016970
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №142

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო  დაწესებულება – სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესი“(დანართი №1);

ბ) „სტაჟიორის დღიურის ფორმა“ (დანართი №2);

გ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა“ (დანართი №3);

დ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა“ (დანართი №4).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი