საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.139.016244
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
21/04/2017
ვებგვერდი, 25/04/2017
020080160.35.139.016244
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/04/2017 - 28/02/2018)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2017 წლის 21 აპრილი

ქ. ბორჯომი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის,  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის  და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების  რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების  რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრავს თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (შემდგომში-უფლებამოსილი პირის) მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ­დარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი პირი ადგილზე არ განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და მისი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საქმეს აგზავნის მასზე უფლებამოსილ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება  სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი გადაეგზავნება საქმის განმხილველ ორგანოს, მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელ დაწესებულებაში, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ ოქმზე ხელის მოწერით. დამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში  ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.

მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის  აღრიცხვა-ანგარიშგება
1. უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას  ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის  მოთხოვნათა დაცვით.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით მომარაგებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, დამოუკიდებლად.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ უფლებამოსილ პირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის გაცემა  ხორციელდება მუნიციპალიტეტში,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვისა და გაცემაზე  პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებზე ოქმის გაცემა ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით და აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება სამ ეგზემპლარად.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან, ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში. ამასთანავე, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებებისაგან.
6. უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა, წარმოება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2).
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა ფიქსირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2).
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  ბეჭდით.
9. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით.
10. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
11. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
12. ჟურნალში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.

მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ)  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის  შესაბამისად (დანართით №3) და შევსების წესი განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.