დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10425 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 20/04/2017 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016401 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №10425
2017 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა.ა) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებული საქონლის დათვალიერება ხორციელდება სკანირებით ან ვიზუალური დათვალიერებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლისა – ვიზუალური დათვალიერებით.“;
ა.ბ) მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის პირველი – მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებულ ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით წარდგენილ საქონელზე ან სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებულ საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე, რომლის დათვალიერებაც ხორციელდება სკანირებით ან ვიზუალური დათვალიერებით.“;
ა.გ) 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპორტში, რეექსპორტში ან ტრანზიტში მოქცეულ საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია წარდგენილია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საქონლის წონის/რაოდენობის დადგენისას ხელმძღვანელობს დეკლარირებისას წარმოდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტით, ხოლო საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის ჩატვირთვისას, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე დეკლარანტის წერილობითი განცხადებით მიმართავის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას შედგენილი აქტით.“;
ა.დ) 42-ე მუხლის:
ა.დ.ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. გრაფა 21 „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე” – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, და სხვა ამგვარი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე დეკლარაცია ივსება სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, გრაფაში მიეთითება „255“.“;
ა.დ.ბ) 34-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე პუნქტი:
„35. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე დეკლარაცია შევსებულია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, ტრანზიტის დასრულებამდე, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე დეკლარანტის წერილობითი განცხადებით მიმართვის შემდეგ, გაფორმების ორგანო:
ა) დეკლარაციის 21-ე და 25-ე გრაფებში უთითებს შესაბამის მონაცემებს, ხოლო 44-ე გრაფაში – შესაბამის კოდს (მათ შორის, სატრანსპორტო დოკუმენტის კოდს) კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ან/და
ბ) თუ დეკლარაციაში საქონლის წონის შესახებ დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვევა საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილ აქტში მითითებულ მონაცემებს – 31-ე გრაფაში მითითებულ რაოდენობას ან/და 35-ე გრაფაში ან/და 38-ე გრაფაში მითითებულ წონას ცვლის საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით.“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი
დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში | დოკუმენტის დასახელება | |
001 | საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა | |
002 | ხელშეკრულება | |
003 | შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) | |
004 | სატრანსპორტო ზედნადები | |
005 | კონოსამენტი | |
006 | მანიფესტი | |
007 | TIR-წიგნაკი | |
008 | ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ | |
009 | დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია | |
010 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა | |
011 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა | |
012 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა | |
014 | რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა | |
015 | „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა | |
016 | სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა | |
017 | უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა | |
018 | საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა | |
019 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა | |
071 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა | |
072 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა | |
073 | სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა | |
074 | სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა | |
075 | სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა | |
076 | უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა | |
077 | უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა | |
078 | შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა | |
020 | სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა | |
021 | არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა | |
022 | საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა | |
023 | დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული) | |
025 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ | |
026 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ | |
027 | საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი | |
028 | იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი | |
030 | ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი | |
031 | ვეტერინარული სერტიფიკატი | |
032 | საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია | |
034 | იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია | |
035 | საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია | |
036 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია | |
037 | შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია | |
039 | სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს | |
040 | საქონლის სპეციფიკაცია | |
041 | საბანკო გარანტია | |
042 | ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი | |
043 | სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე | |
045 | საქონლის დროებითი შენახვის განაცხადი | |
046 | სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა | |
047 | იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი | |
049 | შეფუთვის ფურცელი | |
050 | ექსპერტიზის აქტი | |
051 | საქონლის დათვალიერების აქტი | |
052 | საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი) | |
053 | ჯარიმის გადახდის დოკუმენტი | |
054 | სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ | |
055 | ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი | |
056 | წერილი | |
057 | განცხადება | |
058 | ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი | |
062 | ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია | |
063 | გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია | |
064 | ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია | |
165 | რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია | |
166 | თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია | |
065 | ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია | |
067 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22 | |
068 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23 | |
069 | გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია | |
070 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი | |
200 | ავტომანქანის სახელმწიფო N | |
201 | რკინიგზის ვაგონი, N | |
202 | თვითმფრინავი, რეისი N | |
203 | გემი, რეისი N | |
204 | კონტეინერი, N | |
210 | წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის N: A- | |
300 | ავტომანქანის მარკა | |
330 | მედიკამენტის დასახელება | |
333 | სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი | |
340 | აქციზური მარკების ნომრები | |
341 | საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი | |
342 | საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს ბრძანება | |
345 | აწონვის ქვითარი | |
420 | საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) | |
421 | დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) | |
444 | დამატებითი ინფორმაცია საქონელზე | |
445 | წინასწარი გადაწყვეტილება | |
446 | სასაქონლო ზედნადები | |
447 | სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი | |
449 | ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე – „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას. ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დაშვების მოწმობისათვის საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მონაცემებს | |
450 | ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი დოკუმენტი | |
451 | შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას/ნებართვას | |
452 | საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი | |
456 | ექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი | |
457 | რეექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი | |
458 | ტრანზიტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი | |
460 | გირავნობის გარიგება | |
461 | დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე | |
462 | სააღსრულებო ფურცელი | |
463 | სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა | |
464 | შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი | |
465 | ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები | |
466 | საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებზე ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე (რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) – წარმომავლობისა და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი | |
467 | რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა | |
468 | ბენზინის/დიზელის საწვავის იმპორტის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქონლის ხარისხი აკმაყოფილებს „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებით/„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს | |
470 | შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“ | |
471 | წინმსწრები საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ან მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის ან ნაშთის ან ნარჩენის დეკლარირების შემთხვევაში – „გამოსავლიანობის აქტი“ | |
472 | ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა | |
473 | ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა | |
474 | მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის, რეექსპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა | |
475 | მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობა, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე | |
476 | პრეკურსორის იმპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი | |
477 | პრეკურსორის ექსპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი | |
478 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი“ | |
479 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი. | |
480 | „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული „წარმოშობის დეკლარაცია“ ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული „ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაცია“. | |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
დოკუმენტის კომენტარები