,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს N515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016481
30
21/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
040030000.22.026.016481
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს N515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №30

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებით (სსმ, №96, 04/08/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.014932) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების:

1. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და სამოქალაქო პერსონალის სახელფასო ფონდს, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე პერსონალის შრომის ანაზღაურებისაგან, პრემიისაგან და სამოქალაქო პერსონალის დანამატისაგან;“.

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს  „დ2 ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ2) მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შეთანხმებით უფლებამოსილია ლიცეუმის სამოქალაქო პერსონალისათვის განსაზღვროს დანამატი, აგრეთვე ლიცეუმის სამოქალაქო პერსონალზე გასცეს ერთჯერადი დახმარება, ლიცეუმისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;“.

2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საშტატო ნუსხისა და სამოქალაქო პერსონალის სახელფასო ფონდის  განსაზღვრა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია