სს„ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საერთო კრებისმოწვევის შესახებ

  • Word
სს„ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საერთო კრებისმოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ლიბერთი ბანკი“
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
21/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
სს„ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საერთო კრებისმოწვევის შესახებ
სს „ლიბერთი ბანკი“

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერთა საერთო კრების (შემდგომში „საერთო კრება“) ჩატარება დაგეგმილია 2017 წლის 15 მაისს 10:00 საათზე. „ბანკის“ აქციონერთა „საერთო კრების“ დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

a. 2016 წლის „ბანკის“ აუდირებული კონსოლიდირებული IFRS ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება;

 „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, დაამტკიცონ „ბანკის“ 2016 წლის აუდირებული კონსოლიდირებული IFRS ფინანსური ანგარიშგება.

b. „ბანკის“ კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების (შემდგომში „პრივილეგირებული აქცია“) 2016 წლის კუთვნილი დივიდენდის (შემდგომში „პრივილეგირებული აქციების დივიდენდი“) გადახდის სააღრიცხვო თარიღის განსაზღვრა;

 „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრონ 2017 წლის 31 მაისი.

c. 2016 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის დამტკიცება 6,139,064 „პრივილეგირებულ აქციაზე“, რომელიც გამოშვებულია სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით, რეგისტრირებული პროსპექტის შესაბამისად. აღნიშნული „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ თანხის ჯამური ოდენობა განისაზღვრება 1,043,640.88 ლარით, ან 0.17 ლარით ერთ „პრივილეგირებულ აქციაზე“.

 „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, დაამტკიცონ 2016 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდა 6,139,064 „პრივილეგირებულ აქციასთან“ მიმართებაში, რომელიც გამოშვებულია სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით, რეგისტრირებული პროსპექტის შესაბამისად. აღნიშნული „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ თანხის ჯამური ოდენობა განისაზღვრება 1,043,640.88 ლარით, ან 0.17 ლარით ერთ „პრივილეგირებულ აქციაზე“.

d. 2016 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღის განსაზღვრა.

 „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად განსაზღვრონ 2017 წლის 16 ივნისი.

e. 2016 წლისთვის „ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის (შემდგომში „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდი“) გადახდის სააღრიცხვო თარიღის განსაზღვრა;

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრონ 2017 წლის 31 მაისი.

f. 2016 წლის კუთვნილი „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის დამტკიცება ყველა იმ ჩვეულებრივ აქციასთან მიმართებაში, რომელიც გამოშვებულია სააღრიცხვო თარიღისთვის და უფლებამოსილია „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ მიღებაზე. „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ თანხის ჯამური ოდენობა განისაზღვრება 20,000,000 ლარით, ან დაახლოებით 0.004487 ლარით ერთ ცალ ჩვეულებრივ აქციაზე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანხა შესაძლებელია მცირედით/უმნიშვნელოდ შეიცვალოს; და

 „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, დაამტკიცონ 2016 წლის კუთვნილი „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდა ყველა იმ ჩვეულებრივ აქციასთან მიმართებაში, რომელიც გამოშვებულია სააღრიცხვო თარიღისთვის და უფლებამოსილია „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ მიღებაზე. „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ თანხის ჯამური ოდენობა განისაზღვრება 20,000,000 ლარით, ან 0.004487 ლარით ერთ ცალ ჩვეულებრივ აქციაზე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანხა შესაძლებელია მცირედით/უმნიშვნელოდ შეიცვალოს.

g. 2016 წლის „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღის განსაზღვრა;

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად განსაზღვრონ 2017 წლის 16 ივნისი.

f. ვლადიმერ გურგენიძის, როგორც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სამსახურებრივი საქმიანობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად (რომლის სასამსახურო ხელშეკრულებასაც ვადა ეწურება 2017 წლის 31 დეკემბერს), ბანკის მიერ ვლადიმერ გურგენიძესთან ქვემოთმოცემული ძირითადი პირობების გათვალისწინებით ახალი სასამსახურო ხელშეკრულების გაფორმება:

ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი    2018 წლის 1 იანვარი

ხელშეკრულების მოქმედების ვადა                 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

ვადამდე შეწყვეტა/შეტყობინება                                  „ბანკის“ ან ვლადიმერ გურგენიძის მიერ, მათი შეხედულებისამებრ, მეორე მხარისთვის 90 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე;

 

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, რომ დაამტკიცონ „ბანკსა“ და ვლადიმერ გურგენიძეს შორის ახალი სასამსახურო ხელშეკრულების გაფორმება, „საერთო კრების“ ჩატარების შემდგომ უმოკლეს ვადაში, ზემოთ მითითებული და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემოთავაზებული ძირითადი კომერციული პირობების გათვალისწინებით.

 

„ბანკის“ აქციონერთა „საერთო კრება“ გაიმართება სს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში შემდეგ მისამართზე: ლიბერთი თაუერი, მე-6 სართული, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74, თბილისი 0162, საქართველო.

 

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 15 მაისს 9:00 საათზე.

 

აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2017 წლის 12 აპრილი.

 

აქციონერთა „საერთო კრებაში“ მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნას 2017 წლის 5 მაისიდან სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან -  სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: მე-7 სართული, კორპუსი 10, ვაჟა-ფშაველას გამზ №71, თბილისი 0186, საქართველო.

 

პატივისცემით,

გენერალური დირექტორი                              ალექსი ხოროშვილი

სს „ლიბერთი ბანკი“