დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 აპრილის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.170.016250 |
|
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,11.04.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016245) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლის ,,გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ,,კოლხეთის“ ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს: შ. რუსთაველის ქუჩას მდ. ჩხოუშიდან ბოლომდე, აგრეთვე შ. რუსთაველის ქუჩის შესახვევები და ჩიხები; გ. გულუას ქუჩა დასაწყისიდან დ. მეგრელის ქუჩის გადაკვეთამდე; დ. მეგრელის ქუჩა ლუწი ნუმერაციით, აგრეთვე დ. მეგრელის შესახვევი; ფერდინანდის ქუჩა; ლევან II დადიანის ქუჩა დასაწყისიდან დ. მეგრელის ქუჩის გადაკვეთამდე; შ. მესხიას ქუჩა ლუწი ნუმერაციით სრულად, აგრეთვე კენტი ნუმერაციით ალ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე; ალ. ჭავჭავაძის ქუჩა ლუწი ნუმერაციით დასაწყისიდან ჟ. შარტავას ქუჩის გადაკვეთამდე; ჟ. შარტავას ქუჩა ლუწი ნუმერაციით ალ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან მდ. კუჩხობონუმდე; სანკტ-პეტერბურგის ქუჩა; ფოთის ქუჩა; ბაქოს ქუჩა; ალ. პუშკინის ქუჩა დასაწყისიდან ჟ. შარტავას ქუჩის გადაკვეთამდე; ი. გოგებაშვილის ქუჩა; კ. ლესელიძის ქუჩა; ჩაჩიბაიას ქუჩა; ერეკლე II ქუჩა – შესახვევით; რუხაძის ქუჩა; ნ. გოგოლის ქუჩა; ქუთაისის ქუჩა; ფურცელაძის ქუჩა – შესახვევით; გაბაშვილის ქუჩა; მაია წყნეთელის I შესახვევი; ქუჯისქუჩა – ჩიხით; გ.ჩიქოვანის ქუჩა; კოლხიდას ქუჩა – შესახვევით; ზ. გამსახურდიას ქუჩა – შესახვევით; ჯ. რაფავას ქუჩა; საირმის ქუჩა; ერევანის ქუჩა – შესახვევით; ა.ხელაიას ქუჩა; წაღვერის ქუჩა; თამარ მეფის ქუჩა დასაწყისიდან მდ. კუჩხობონუმდე; ლ. ტოლსტოის ქუჩა ლუწი ნუმერაციით, აგრეთვე ლ. ტოლსტოის ქუჩის შესახვევები; ბუკიას ქუჩა; ნ. ჯიჭონაიას ქუჩა; დგებუაძის ქუჩა; სოსელიას ქუჩა; დემეტრე თავდადებულის ქუჩა – შესახვევითა და ჩიხით; თეთრი გიორგის ქუჩა – შესახვევებითა და ჩიხით; კ. არსაკიძის ქუჩა; კონსტიტუციის ქუჩა; ტრეტიაკოვის ქუჩა; ს. გოროზიას ქუჩა – შესახვევით; ლვოვის ქუჩა; ნ. ლომოურის ქუჩა – შესახვევით; რიგას ქუჩა; ვ. ფიფიას ქუჩა – შესახვევებით; ნ.შანავას ქუჩა; და შ. ხუბულავას ქუჩა მდ. ჩხოუშიდან ბოლომდე, ვ.ბულიას ქუჩა.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები